|
პირადი ბანკირი გაგიწევთ მომსახურებას და დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო სტრატეგია თქვენივე მიზნების მისაღწევად – ეს იქნება საბანკო მომსახურება, ინვესტიციების მართვა თუ თქვენთვის საჭირო დაზღვევის შერჩევა
თქვენი მიზნების გაცნობის შემდეგ, პირადი ბანკირი უკეთ შეძლებს დაგეხმაროთ სწორად შეარჩიოთ სტრატეგია თქვენი დაგროვილი ქონების ზრდისთვის, ვალდებულებების მართვისთვის და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული დაზღვევა.
პირად ბანკირთან ერთად თქვენ მოგემსახურებათ ასოცირებული პირადი ბანკირებიც კონკრეტული ტრანზაქციების გასახორციელებლად, როგორიც არის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა, კონვერტაცია, ბარათის დაბლოკვა, ბლოკის მოხსნა, კომუნალური გადასახადები, ა.შ. ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 საათიანი სატელეფონო მომსახურებით და ინტერნეტ ბანკინგით. |